logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ თვალთმაქცობა!
- +

31 იანვარი. 2017. 23:59


 


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ფარული მოსმენების შესახებ სუს-ში დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის თაობაზე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას ნორმალურს უწოდებს. როგორც ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში თალაკვაძემ განაცხადა, არასამთავრობო სექტორის ფუნქციაა მოითხოვონ მეტი კონტროლი, თუმცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხელისუფლებას ევალება.


„სამწუხარო იყო, რომ მთელი რიგი პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ თვალთმაქცობა. იმ პოლიტიკოსების მხრიდანაც, ვინც წლების განმავლობაში, ფართოდ დახუჭული თვალებით აკვირდებოდნენ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას. ერთი კრიტიკული მოსაზრებაც კი არ დაუფიქსირებიათ იმ ფარული ჩანაწერების გამო, რომელმაც საქართველოს და ბევრ ადამიანს მიაყენა ძალიან დიდი ზიანი. ამიტომ დღეს მორალის წაკითხვა მათი მხრიდან, სულ მცირე, არის უხერხული", - აღნიშნა თალაკვაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner