logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: რუსეთის მხრიდან საქართველოს საფრთხე ელოდებოდა, ელოდება და მომავალშიც მუდმივად დაელოდება
- +

26 მარტი. 2016. 19:02




„რუსეთის მხრიდან საქართველოს საფრთხე ელოდებოდა, ელოდება და მომავალშიც მუდმივად დაელოდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე აცხადებს. თუმცა, როგორც მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა უყუროს, თუ რას ფიქრობს რუსეთი და უნდა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება.


მიროტაძის თქმით, საქართველოს NATO-სთან და ევროპულ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს.


„ასეთ შემთხვევაში მთავარი ის კი არ არის, თუ რას ფიქრობს რუსეთი, მთავარია, რამდენად ვართ ჩვენ მზად, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. გაცხადებულია რუსეთის პოზიცია, რომ მას არ სურს, NATO იხილოს მის საზღვრებთან ახლოს და მას არ მოსწონს საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთისა და საქართველოს ინტერესები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არის ფაქტი. ეს ჩვენ ვიცით. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ არა იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს რუსეთი, არამედ უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორ დავაღწიოთ თავი მის სახიფათო ქმედებებს. ეს არის ყველაზე მთავარი გამოწვევა. ამისთვის სჭირდება საქართველოს NATO-ც და ევროპული სტრუქტურებიც, რომ ის იყოს დაცული. საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს", - განაცხადა ანი მიროტაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner