logo_geo
eng_logo
„ირანი ამერიკის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეწყვეტს“
- +

1 თებერვალი. 2017. 00:24


 


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ირანი ამერიკის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეწყვეტს. ეს არის საპასუხო ზომა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაზე, რომლის თანახმად, შვიდი ქვეყნის, მათ შორის ირანის მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზების გაცემა 90 დღით შეჩერდა.


„თუ ადგილი ექნება გამონაკლისებს, მათ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება", - აღნიშნა ზარიფმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner