ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ქიბარ ხალვაშის კუთვნილი საწყობები რომ დაწვეს, აი, დაწვა იყო ის! ოფისის მესერს იქით ხალხს წყალი გადაუკეტეს, თანამშრომლებს რომ ვერ ჩაექროთ ცეცხლი! მესერს აქეთ კი მეხანძრეები იდგნენ და სეირს უყურებდნენ!", - წერს მეფარიშვილი.
შეგახსენებთ რომ, 2007 წლის 23 დეკემბერს კომპანია „არტის" საწყობში ხანძარი გაჩნდა, სადაც 4 მილიონი დოლარის ღირებულების ინვენტარი დაიწვა.