logo_geo
eng_logo
„სიყვარული არის ღმერთი, და ღმერთი არის სიყვარული“ - ალბერტ აინშტაინის საიდუმლო წერილი
- +

1 თებერვალი. 2017. 02:07


 

 

„როდესაც მე ფარდობითობის თეორია შევთავაზე, ძალიან ცოტას ესმოდა ჩემი, და იმასაც, რასაც მე ახლა გაგიმხელ კაცობრიობისთვის გადასაცემად, ასევე გადააწყდება გაუგებრობას და მსოფლიოში გამეფებულ ცრურწმენებს.

 

მე გთხოვ, შეინახო ეს წერილი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება-წლები, ათეული წლები, სანამ საზოგადოება არ განვითარდება საკმარისად იმისთვის, რომ მიიღოს ის, რასაც ქვემოთ აგიხსნი

 

არსებობს ძალიან ძლიერი ძალა, რომელსაც მეცნიერებამ აქამდე ვერ მოუძებნა ახსნა. ეს ძალა მოიცავს და განაგებს სხვა დანარჩენ მოვლენებს, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ. ეს არის ყოვლისმომცველი ძალა-სიყვარული.

 

როდესაც მეცნიერები სამყაროს ერთიანობის თეორიას ეძებდნენ, მათ დაავიწყდათ ყველაზე ძლიერი და უხილავი ძალა. სიყვარული არის სინათლე, რომელიც ანათებს მას, ვინც გასცემს და უკანვე იღებს მას. სიყვარული-ეს არის მიზიდულობა , რადგან ის აიძულებს ადამიანებს იგრძნონ სხვა ადამიანებისკენ ლტოლვა. სიყვარული-ეს არის ძალა, რადგან ის ამრავლებს ყველაფერს საუკეთესოს, რაც ჩვენშია. რაც ჩვენ ვართ, და ნებას აძლევს ადამიანებს , არ ჩაიძირონ ბრმა ეგოიზმში. სიყვარულისთვის ვცხოვრობთ და ვკვდებით. სიყვარული არის ღმერთი, და ღმერთი არის სიყვარული. ეს ძალა ყველაფრის ახსნას იძლევა და ცხოვრების აზრს გვაძლევს. ის ცვალებადია, რადგან ზედმეტად დიდხანს ვახდენდით მის იგნორირებას, იქნებ იმიტომ, რომ ჩვენ გვეშინია სიყვარულის.

 

სიყვარულის გასაგებად მე ჩემს ცნობილ განტოლებაში მარტივი ცვლილება გავაკეთე. თუ ნაცვლად Е = mc2, ჩვენ ვაღიარებთ, რომ მსოფლიოს სამკურნალოდ საჭირო ენერგია მიიღწევა სიყვარულის გამრავლებით სინათლის სიჩქარეზე კვადრატში, მივალთ დასკვნამდე, რომ სიყვარული უძლიერესი ძალაა, რადგან არ გააჩნია საზღვრები.

 

მხოლოდ სიყვარულით შეგვიძლია ვიპოვოთ ცხოვრების აზრი, შევინარჩუნოთ მსოფლიო და ყოველი მოაზროვნე, ან მგრძნობიარე არსება.  დავეხმაროთ ჩვენს ცივილიზაციას გადარჩენაში. შესაძლებელია, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მზად , რომ შევქმნათ „სიყვარულის ბომბი" -საკმაოდ ძლიერი მოწყობილობა, რათა ბოლომდე გავანადგუროთ ზიზღი, ეგოიზმი, სიხარბე, ყველაფერი, რაც პლანეტას აცარიელებს. თუმცა ყოველი ცალკეული ინდივიდი თავის თავში პატარა , მაგრამ ძლიერი სიყვარულის  გენერატორს ატარებს, რომლის ენერგია საკუთარ გათავისუფლებას ელოდება. როცა ჩვენ ვსწავლობთ ამ ენერგიის გაცემას და მიღებას, ძვირფასო ლისერლ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სიყვარული ყველაფერს ამარცხებს, და ყველაფრის დაძლევა შეუძლია, რადგან სიყვარული-სიცოცხლის კვინტენსენციაა.

 

ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი გამომეხატა ის, რაც ახლა ჩემს გულშია, რომელიც ჩუმად ფეთქავს მთელი ცხოვრება შენთვის. იქნებ, ძალიან გვიანაა, რომ პატიება გთხოვო, მაგრამ დრო-ფარდობითია. მე უნდა გითხრა,  რომ მიყვარხარ და მადლობელი ვარ, რომ შენი წყალობით მივიღე საბოლოო პასუხი !

 

შენი მამა, ალბერტ აინშტაინი"




ამერიკული გამოცემების ინფორმაციით,  წერილი, რომელმაც სოციალურ მედიაში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, პირველად 1992 წელს გამოჩნდა და The Love Letters-ში დაიბეჭდა. თუმცა აინშტაინის რომელმა შთამომავალმა გადასცა გამომცემლობას  აღნიშნული წერილი, არ სახელდება.


შესაძლებელია ისიც აინშტაინის შვილიშვილმა, ეველინმა აღმოაჩინა სხვა დანარჩენ წერილებთან ერთად, რომელიც აინშტაინისა და მისი მეუღლის მიმოწერას ასახავს. ერთი კი ფაქტია, მეცნიერის ქალიშვილი ლისერლი, რომლისთვისაც მამამ ეს საოცარი წერილი დაწერა, ამას ვერ შეძლებდა... აინშტაინს თავისი ქალიშვილი ლისერლი ბოლოს,  1903 წელს ყავს მოხსენიებული მეუღლისადმი მიწერილ წერილში.  ლისერლი დაბადებიდან ქმედუუნარო იყო და 1903 წელს, ქუნთრუშით გარდაიცვალა 2 წლის ასაკში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner