„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. გინდა „ევროპელი დემოკრატები" დაირქვით, გინდა „ყინწვისის ანგელოზები" თქვენ ხართ რეჟიმის შემოქმედნი და სააკაშვილთან ერთად პასუხისმგებელნი ყველა იმ დანაშაულებზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა", - წერს მჟავანაძე.