logo_geo
eng_logo
როგორ დაარგვევინა ჯანსუღ ჩარკვიანმა ნაციონალებს რუსთაველზე მოჭრილი ჭადრის ხის ადგილას ახალი ხე?
- +

18 თებერვალი. 2016. 15:40



პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებს, თუ როგორ მოჭრეს „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსთაველზე, „ლაღიძესთან" არსებული ცნობილი ჭადრის ხე.


როგორც ჩარკვიანი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, მისთვის ამ ხის მოჭრა მიუღებელი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ მივიდა მერიაში და ძველი ხის ადგილას ახალი ჭადარი დაარგვევინა.


„ჭადარი იმიტომ მოჭრეს, რომ მათი თქმით, მოძრაობას ხელს უშლიდა. რა თქმა უნდა, არ უნდა მოეჭრათ. ამიტომ, მივედი მერიაში და იმავე ადგილას ახლიდან დავარგვევინე ხე. თბილისი ჭადრების ქალაქია და როგორ შეიძლებოდა მისი მოჭრა. შესაძლოა მანქანებით მოსიარულეებს ცოტა ხელი ეშლებოდათ, მაგრამ გვერდიდან შემოვლაც შეიძლება და ამიტომ ეს პრობლემა არაა", - აღნიშნა ჯანსუღ ჩარკვიანმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner