logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის ღონისძიებები მიმდინარეობს
- +

26 მარტი. 2016. 18:18




თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის ეტაპობრივი ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადასატანად წელს დათვებისთვის ვოლიერების მშენებლობა დაიწყება.


„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის ეტაპობრივი ღონისძიებები მიმდინარეობს. გასულ წელს ჩვენ ძაღლების ვოლიერები ავაშენეთ. წელს არსებული რესურსების პირობებში დათვების ვოლიერების მშენებლობა განხორციელდება. ასევე გასული წლის ბოლოს მთლიანად შემოვღობეთ ზოოპარკის ტერიტორია. ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ, არსებული რესურსებიდან გამომდინარე, ზოოპარკის გადატანის საკითხებზე ვმუშაობთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner