logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: ტერორიზმთან ბრძოლა გაგრძელდება, სანამ „ისლამური სახელმწიფო“ არ განადგურდება
- +

26 მარტი. 2016. 18:30



ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების სერიის გამოძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გააკეთა და აქვე აღნიშნა, რომ ამერიკელი სპეციალისტები  რამდენიმე დღეა ადგილზე იმყოფებიან და ბელგიელ კოლეგებს დეტალების დადგენაში ეხმარებიან.


ობამამ აქვე  განაცხადა, რომ ვაშინგტონი, მოკავშირეებთან ერთად, აშშ-სა და ევროპაში ტერაქტების აღკვეთაზე მუშაობს.

 

„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, სანამ „ისლამური სახელმწიფო" არ გაანადგურებდა", - განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ ამ მიზნით მოკავშირეებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აუცილებელი ზომაა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner