თეთრმა სახლმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში წარმომადგენელბის გაგზავნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „Politico" ავრცელებს.
„ჩვენ წარმომადგენებს ვაგზავნით ისეთ ადგილებში, სადაც აზრი აქვს ჩვენს პროგრამაზე საუბარს", - განაცხადა თეთრი სახლის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა.
როგორც გაზეთი წერს, CNN-ის წარმომადგნელმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი ცდილობს, არხი „დაბალი რეიტინგის" გამო დასაჯოს.
როგორც ცნობილია, ტრამპს ამერიკულ მედიასთან რთული ურთიერთობები აქვს. პრეზიდენტი მედიას არაობიექტურობაში და არაპოფესიონალიზმში ადანაშაულებს. CNN-ს ტრამპმა „Clinton News Network" უწოდა.