logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა CNN -ს „Clinton News Network“ უწოდა
- +

1 თებერვალი. 2017. 12:28



თეთრმა სახლმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში წარმომადგენელბის გაგზავნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „Politico" ავრცელებს.

 

„ჩვენ წარმომადგენებს ვაგზავნით ისეთ ადგილებში, სადაც აზრი აქვს ჩვენს პროგრამაზე საუბარს", - განაცხადა თეთრი სახლის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა.


როგორც გაზეთი წერს, CNN-ის წარმომადგნელმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი ცდილობს, არხი „დაბალი რეიტინგის" გამო დასაჯოს.


როგორც ცნობილია, ტრამპს ამერიკულ მედიასთან რთული ურთიერთობები აქვს. პრეზიდენტი მედიას არაობიექტურობაში და არაპოფესიონალიზმში ადანაშაულებს. CNN-ს ტრამპმა „Clinton News Network" უწოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner