საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში „ბავშვთა სამყაროში" გაჩენილ ხანძარს ეხმიანება:
„ძალიან მძიმე ხვედრია იმ ხალხისა, ვინც ყველაფერი დაკარგა... ყველას თანავუგრძნობ! კონსპირაციული თეორების მაგივრად, სჯობს, ყველა ძალები შევკრათ მათ დასახმარებლად, ვისაც არც დაზღვევა ან რამე საარსებო საშუალება გააჩნია.
საგანგებო მდგომარეობაა და მოქალაქეებთან ერთად სარეზერვო ფონდების მობილიზება უნდა მოხდეს - მთავრობისა, როგორც პრეზიდენტის..." - წერს ზურაბიშვილი.