logo_geo
eng_logo
„ვაჟა მანიას კვარტეტი“ ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზ-კონკურსის ფინალშია
- +

1 თებერვალი. 2017. 13:44


 

 

ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზ-კონკურსის MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ფინალისტების ვინაობა ცნობილია.


„ვაჟა მანიას კვარტეტი" (ვაჟა მანია (ვოკალი), პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი) და გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) იმ შემსრულებელთა  შორის მოხვდა, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.


წელს კონკურსის ჟიურის წევრები LENNY WHITE, RANDY BRECKER და MIKE STERN პრესტიული მუსიკალური ჯილდოს - „გრემის" მფლობელი და მრავალგზის ნომინანტები არიან. ახლა სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ გახდება კონკურსის გამარჯვებული. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.


MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ჯერ მხოლოდ 3 წელია, რაც მსოფლიო მუსიკალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 2,5 მილიონი ატვირთული ვიდეო, 30 000 დარეგისტრირებული ჯაზ-მუსიკოსი და კონკურსის ათეულობით მონაწილეა მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.


ყოველწლიურად მსმენელების და ჟიურის წევრების ხმების დაჯამების შედეგად ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სხვადასხვა ჯილდოს მოპოვების გარდა შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ გალა-კონცერტში, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლოს ნიუ-იორკში TRIBECA PERFORMING ARTS CENTER-ში იმართება. შემდგომ MADE IN NEW YORK JAZZ FESTIVAL მოგზაურობას იწყებს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა მანია და პაპუნა შარიქაძე ბერკლის სამუსიკო კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტები არიან.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრომ 2013 წლიდან 2016 წლის ჩასთვლით 98  ახალგაზრდას დაუფინანსა უცხოეთში სწავლა. მათ შორის არიან თეატრის, კინოს, მუსიკის და კულტურის სხვადასხვა სფეროს მიმართულებით მომუშავე  ახალგაზრდა ხელოვანები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner