logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: უკრაინაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს საფრთხე არ ემუქრებათ
- +

1 თებერვალი. 2017. 14:42


 

„უკრაინაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს საფრთხე არ ემუქრებათ", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა იმ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, შსს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რუსეთთან თანამშრომლობს.

 

„მათზე ძებნა არ არის. ცერცვაძის მსგავსი ქეისი არ გვაქვს. რაც შეეხება ცერცვაძეს, სამინისტრო კომენტარს შეგნებულად არ აკეთებს, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, ცერცვაძის ინტერესის გათვალისწინებითაც. თუ მოიძებნება დახურული, არასატელევიზიო ფორმატი, მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მივაწოდოთ. რუსეთისთვის პირდაპირი გზით არანაირი ინფორმაცია არ გადაიცემა", - ამბობს შალვა ხუციშვილი.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner