სტამბოლში, ფსიქიატრიულ კლინიკაში, შეიარაღებულმა პაციენტმა მძევლად ექიმები და პაციენტები აიყვანა და თვითმკვლელობით იმუქრება.
მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. მათი რაოდენობა ცნობილი არ არის. პოლიციამ ალყა შემოარტყა შენობას.
CNN Turk-ის ინფორმაციით, პაციენტი ადრე პოლიციაში მსახურობდა. პოლიციის წარმომადგენლები მასთან მოლაპარაკებებს ატარებენ, რათა დაარწმუნონ, რომ თვითმკვლელობა არ ჩაიდინოს.