logo_geo
eng_logo
„სააკაშვილი ამბობდა, სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოსო და ახლა თვითონ შანტაჟზეა გადასული“
- +

1 თებერვალი. 2017. 18:55




„ჯერ გაირკვეს, ავთენტურია თუ არა საყვარელიძისა და სააკაშვილის საუბარი და შემდეგ, პროკურატურამ შესაბამისად დაიწყოს მუშაობა", - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა. არეშიძე მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის საუბრის ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ მართლაც ხდება მოსამართლეებზე ზეწოლა, პროკურატურამ რაც შეიძლება სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს.

 

„ასეთი ჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, 100%-ით ავთენტური შეიძლება არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობის" ლიდერებს ხშირ შემთხვევაში ლოგიკა კარნახობს, რომ ასეთ თემებზე ამ ფორმით საუბარი შეიძლება, ამიტომაც უფრო ავთენტური მგონია.

 

ე.ი. მიდის მუშაობა მოსამართლეების გადაბირებაზე და დაშანტაჟებაზე, ეს თუ მართლაც ასეა, პირველ რიგში, ამაში უზენაესი სასამართლო უნდა ჩაერთოს, ასე ვთქვათ, მოახდინოს სწრაფი რეაგირება ამაზე. პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, ჯერ გაარკვიოს, ავთენტურია თუ არა საყვარელიძისა და სააკაშვილის საუბარი და შემდეგ, შესაბამისად დაიწყოს მუშაობა.

 

ძალიან სერიოზული რამ არის ეს,  სულ იმას იძახდა სააკაშვილი, სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოსო და ახლა თვითონ შანტაჟზე და მოსყიდვაზეა გადასული", - განაცხადა არეშიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner