logo_geo
eng_logo
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თანხვედრაშია კონსტიტუციის არსებულ ნორმებთან და მათი შეცვლა არ იგეგმება“
- +

1 თებერვალი. 2017. 20:12


 

„საქართველოს მთავრობა არ განიხილავს კონსტიტუციაში ისეთი ტიპის ცვლილების შეტანას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან ახალი საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების დამატება, ან რეფერენდუმის გაუქმება გადასახადების განაკვეთის გაზრდაზე" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გადასახადებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.


„არსებული  ნორმები თანხვედრაშია ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ისინი ქმნიან საინვესტიციო მიმზიდველობის გარანტიას და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, რაც არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები. შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თანხვედრაშია კონსტიტუციის არსებულ ნორმებთან და მათი შეცვლა არ იგეგმება", - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner