logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ნუ ვაჭრობთ, ასეთი თემებით!
- +

1 თებერვალი. 2017. 20:47


 

„მე, ჩემი წილი პასუხისმგებლობა და ცოდვები მაქვს, თქვენ?! თქვენ გრძნობთ, პასუხისმგებლობას მაინც?! აბა ცოდვებს, თქვენთან რა უნდა...", - ამ სიტყვებით ეხმაურება ოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი 31 იანვარს ბათუმში დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტს. როგორც ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს, მედიამ ინფორმაცია არასწორად გაავრცელა.

 

„მასმედიის ის წარმომადგენელი, რომელმაც პირველად გაავრცელა: თითქოს ბათუმში, შენობაში მყოფი ადამიანები გარდაიცვალნენ, არის უვიცი თავისი საქმიანობისა. მას ავიწყდება, რომ (ბრალდების) უფლებასთან ერთად პასუხისმგებლობაც გააჩნია. პასუხისმგებლობა დაუმახინჯებლად, სწორად მიტანა ფაქტისა მოსახლეობისადმი.

 

არ გარდაცვლილა ის ხალხი, გაყინვისგან. და მეტიც „გარდაცვლილ დედაშვილს, შუქი 26 იანვარს ჩაუჭრეს და მანამდე არიან გარდაცვლილები, გარდა მაგისა 616 ლარი დახმარება ეძლეოდა ჯამში. 156 სოციალური შემწეობა. დედა და 1 შვილი 180 +180 ლარს იღებდა. მეორე შვილი ფსიქიატრიულშია და 100 ლარს ღებულობს. იანვარში აღებული აქვთ და თებერვალშიც ჩარიცხული იქნება. ასევე არ დასტურდება გაყინვით გარდაცვალება."

 

P.S. ნუ ვაჭრობთ, ასეთი თემებით. ნუ ავრცელებთ პროვოკაციებს და ნუ ძაბავთ, ისედაც გულგახეთქილ საზოგადოებას.

 

მე, ჩემი წილი პასუხისმგებლობა და ცოდვები მაქვს, თქვენ?! თქვენ გრძნობთ, პასუხისმგებლობას მაინც?! აბა ცოდვებს, თქვენთან რა უნდა...", - წერს ჩრდილელი.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად გაყინვას ასახელებდნენ. მათი განცხადებით, ოჯახს ელექროენერგია გათიშული ჰქონდა. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner