logo_geo
eng_logo
გიორგი კაკაურიძე: კონსტიტუციაში ცვლილების ინიცირება არ იგეგმება
- +

1 თებერვალი. 2017. 21:27


 

„კონსტიტუციაში ცვლილების ინიცირება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო კანონმდებლობის შეზღუდვებთან, არ იგეგმება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, არ იგეგმება ცვლილებების ინიცირება საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის რეფერენდუმის გაუქმებას.


„დღევანდელი კანონმდებლობა სრულ თანხვედრაშია იმ მიზნებთან, რომელიც დასახულია ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით და ამდენად, ამ მიმართულებით ცვლილების განხორციელება არ იგეგმება", - განაცხადა კაკაურიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner