„კონსტიტუციაში ცვლილების ინიცირება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო კანონმდებლობის შეზღუდვებთან, არ იგეგმება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, არ იგეგმება ცვლილებების ინიცირება საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის რეფერენდუმის გაუქმებას.
„დღევანდელი კანონმდებლობა სრულ თანხვედრაშია იმ მიზნებთან, რომელიც დასახულია ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით და ამდენად, ამ მიმართულებით ცვლილების განხორციელება არ იგეგმება", - განაცხადა კაკაურიძემ.