logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: ასე, რომ რაც ხდება - ყველაფერი საუკეთესოსკენაა!
- +

1 თებერვალი. 2017. 21:56



ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


„ვინც დასავლეთის სერიოზულ პრესასა და გამოცემებს ადევნებდა თვალს, შეამჩნევდა, სერიოზული ადამიანები როგორ ანალიზებს აკეთებდნენ და გამოთქვამდნენ შეშფოთებას იმ მარაზმის გამო, რასაც .. გლობალისტებისა" და ულტრა-ლიბერალურ ქურქში გახვეული ნეო-ბოლშევიკების პოლიტიკას მოჰყვა!

 

ამ კვლევებში ერთ ერთი სერიოზული საკითხი ასე იდგა:

 

თუ სსრ კავშირი დაინგრა მომენტალურად, როგორც ხუხულა, რომელსაც არავინ ელოდა, იგივე მომენტალური რღვევა შეიძლებოდა თუ არა განეცადა აშშ-საც! დიახ!

 

აშშ-ში ჯანსაღ ხალხს და ჯანსაღ ელიტას აღმოაჩნდა დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და ნაგავი გახვეტა...

 

ასე, რომ რაც ხდება - ყველაფერი საუკეთესოსკენაა!

 

ამ ცვლილებებმა საუკეთესო გარე გარემო უნდა შექმნას შიდა ცვლილებებისათვის და... ეს ასეც მოხდება, თუ ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ საკუთარ მომავალზე!", - წერს გიორხელიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner