logo_geo
eng_logo
რუსმა ოკუპანტებმა გამყოფ ხაზთან 2 ქართველი ქალი დააკავეს
- +

1 თებერვალი. 2017. 22:15



ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყორნისის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა 2 ქართველი ქალი დააკავეს. ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.


უწყებაში „პირველს" განუცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაკავებული პირების გასათავისუფლებად მუშაობს.


ვადასტურებთ ორი პირის დაკავებას . საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად", - განუცხადეს პირველს" უწყებაში.


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებულ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსი ოკუპანტები ყოველწლიურად ათობით ქართველს აკავებენ, ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას ახდევინებენ და შემდეგ ათავისუფლებენ.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, მოახდინა მათი ოკუპიაცია და დღემდე ახორციელებს საქართველოს ამ ტერიტორიების კონტროლს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner