logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: სამწუხაროა, რომ თქვენთვის ამ ყველაფრის მოყოლა facebook-ით მიხდება
- +

1 თებერვალი. 2017. 23:01



საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„უბრალოდ დაკავებული ვიყავი და ვერ დავწერე აქამომდე (ჩართვები  მქონდა, ტელეკომპანია „დოჟდზე", პოლონეთის რადიოს რუსულ სამსახურზე, რადიო „ფრანს კულტურაზე").

 

ევროპარლამენტის პრეს სამდივნომ ნამდვილად დამიდასტურა რომ, საქართველოს შესახებ ხვალ იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში... ისიც თქვა რომ, მწვანეები, კონსერვატორები და იპიპის გარკვეული ნაწილი ითხოვდა რომ, კენჭისყრა მომხდარიყო სტრასბურგის სასესიო კვირაში და არა ბრიუსელში ამიტომ იყო რომ, რამოდენიმე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ და მედისაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ,  კენჭის ყრა გადატანილია 16 თებერვლისთვისო. თუმცა გუშინ გვიან ღამით ევროპარლამენტის ფრაქციების წარმომადგენლებმა ეს  საკითხი შეაჯერეს  და კენჭის ყრა გაიმართებს ხვალ...

 

სამწუხაროა რომ, ამ ყველაფრის თქვენთვის  მოყოლა მიხდება არა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" საშუალებით არამედ facebook-ით და ისიც სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ვუყვები არა ქართველ მსმენელს და მაყურებელს არამედ ფრანგებს, ბელგიელებს  პოლონელებს, ტელეკომპანია „დოჟდს"... სამწუხაროა ეს ყველაფერი და სამარცხვინო ....", - წერს  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner