logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: ეს სიბინძურე სიტყვის თავისუფლად ითვლება!
- +

1 თებერვალი. 2017. 23:14


 

„დღეს უფრო ხმამაღლა მოუწოდებ ჩემს მეგობრებს პარლამენტში სასწრაფოდ მიიღეთ კანონი რომელიც უსაფუძვლო ბრალდებებს ანუ ცილისწამბას კანონით უმკაცრესად დასჯის!", -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს.


„ვერ ვპატიობ ადამიანებს ცილის წამებას და პიროვნების მიზან მიმართულად განადგურებას! დღეს ყოველგვარი მიზეზის თუ ფაქტის გარეშე ადამიანები ერის კაცს თუ ჩვეულებრივ ადამიანებს, ცილს წამებენ , შეურაცყოფენ , უფრო მეტიც მოღალატედ ნათლავენ ანუ უიარაღოდ კლავენ! ეს სიბინძურე კი სიტყვის თავისუფლად ითვლება! ეს უმსგავსობა უნდა დამთავრდეს საქართველოში!

 

ამაზე როგორც პარლამენტარი ხმამაღლა ვამბობდი გუნდში და აქტიურად განვიხილავდით... მაგრამ ამას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად გვითვლიდნენ ისინი ვისაც ჩვენი ტკივილი ვერ გაეგო ..

 

დღევანდელი რეალობა უფრო მეტად მარწმუნებს რომ უფრო რთულადა საკითხი გამძაფრებული! ვაკვირდები და ვგრძნობ საზოგადოება და მისი თითოეული ჯანსაღი ნაწილი ფსიქოზამდე მიდის ამ დაუსჯელობით... დღეს უფრო ხმამაღლა მოუწოდებ ჩემს მეგობრებს პარლამენტში სასწრაფოდ მიიღეთ კანონი რომელიც უსაფუძვლო ბრალდებებს ანუ ცილისწამბას კანონით უმკაცრესად დასჯის! ქვეყანა ვერ შედგება თუ სინდისით და მორალით ძლიერი საზოგადოება არ შედგება! მითუმეტეს თუ მას მიზანმიმართულად განადგურებენ სიტყვის თავისუფლების და დემოკრატის იმიჯს ამოფარებული არსებები!", - წერს კურტანიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner