logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: მაგრად გაიგეს სიკეთე და ბოროტება ერთმაც და მეორემაც!
- +

2 თებერვალი. 2017. 01:10



გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბავშვმა მკითხა, სუბსტანცია" რა არისო და გამახსენდა - ასე 15 წლის ვიყავი და ჩემმა ნათლიამ, ვატა როდონაიამ ასე ამიხსნა ეს სიტყვა: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!"

 

სიკეთე, ანუ ღმერთი არის სუბსტანციური, მარადიული, ხოლო ბოროტი, ანუ ეშმაკი - არასუბსტანციურიო.

 

მაშინ, ამით მარტო ამ სიტყვის მნიშვნელობა არ გამიგია, ბევრი რამ გავიგე და საერთოდ, ვატომ გონება გამიხსნა და არამარტო მე, ყველას, ვისაც მასთან უვლია.

 

თუმცა, რა ყველას, გოკა გაბაშვილიც იქ იჯდა, ერთი წელი ისმენდა ვატოს ლექციებს.  ასევე ადეიშვილი. როცა ის პერიოდი მახსენდება, ვფიქრობ, ნუთუ, ეს ისაა? არადა, ისაა! ერთი წელი გვასწავლიდა ჩემი გიოს ნათლია, გოგი ხუციშვილი საქართველოს ისტორიას. ვინც გოგის იცნობდა, იცის, რა კაცზე მაქვს საუბარი...  მაგრად გაიგეს სიკეთე და ბოროტება ერთმაც და მეორემაც.

 

ჩვენი ნათლიები აცხონოს ღმერთმა, ამათთან რა მოსატანია? არადა, აშკარად მოსატანია - ვატო და გოგი, თავიანთი განვლილი ცხოვრებით - სუბსტანცია!

ეს ორი არამზადა - არასუბსტანციაა!" ,- წერს შარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner