„ნებისმიერი შენობის მფლობელი, რომელიც იჯარით გასცემს საიჯარო ფართს, ვალდებულია უზრუნველყოს ამ ადამიანების კომფორტი და უსაფრთოება, იმის მაგივრად, რომ ზოგიერთმა მეპატრონემ საკუთარი პასუხისმგებლობა გაზარდოს გაურკვევლობას ქმნის და არასწორ მიმართულებას აძლევს დაზარალებულებს", - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. ლექვინაძემ მიმართა დაზარალებულებს და ურჩია, რომ ის, რაც შენობის მფლობელის პასუხისმგებლობაა შენობის მფლობელს მოსთხოვონ და არა სხვას.
„ჩვენ მზად ვარ სათანამშრომლოდ და კომუნიკაციისთვის, მაგრამ რაც არის შენობის მფლობელის პასუხისმგებლობა მოსთხოვეთ მას. აქ დაბნეულობა საჭირო არ არის. მოსთხოვეთ იმას, ვინც პასუხისმგებელი იყო თქვენი ქონების სრულყოფილად დაცვაზე", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.