ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს იმის განხილვა, დაბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში". პარტიაში ღარიბაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „იმედის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმდენად მაღალ თანამდებობას იკავებდა, რომ შეუძლებელია ღარიბაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში საუბარი ოყოს მის რიგით პოზიციაზე. მისივე თქმით, გასავლელია ფორმალური ეტაპები. ღარიბაშვილს თუ ვინმე შესთავაზებს მაღალ თანამდებობას, ეს იქნება პარტიის ყრილობის მიერ არჩეული ახალი თავჯდომარე.
„ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმდენად მაღალ თანამდებობას იკავებდა, რომ შეუძლებელია მისი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში საუბარი ოყოს მის რიგით პოზიციაზე. ღარიბაშვილი არ წასულა იმპიჩმენტის გზით, ან რაიმე სკანდალის შედეგად, მან უბრალოდ დატოვა თანამდებობა. ამის გამო იყო უკმაყოფილება, თუ რატომ წავიდა, მაშინ როცა მისი წასვლის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. თუ ვსაუბრობთ მის პარტიულ თანამდებობაზე, რაიმე პოზიციის შეთავაზების უფლება პარტიის თავჯდომარეს აქვს. თუ ვსაუბრობთ პოლიტსაბჭოს წევრობაზე, ეს უკვე პარტიის ყრილობის გადასაწვეტია და აქაც პარტიის თავჯდომარეს აქვს პარტიის ნომინირების უფლება, როგორც საოლქო ორგანიზაციას. ფორმალურად ეს ეტაპებია გასავლელი. ღარიბაშვილს თუ ვინმე შესთავაზებს მაღალ თანამდებობას, ეს იქნება პარტიის ყრილობის მიერ არჩეული ახალი თავჯდომარე", - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.