logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: არარეალურია ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია ახალი პარტია ჩამოაყალიბოს!
- +

26 მარტი. 2016. 21:43



ყოფილი პრემიერ -  მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა. არსებობს ვარაუდი, რომ ის  ახალ პარტიას შექმნის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „იმედის" ეთერში აქმბობს, რომ ღარიბაშვილი თავისი ნებით წავიდა თანამდებობიდან, აქედან გამომდინარე მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჩამოაყალიბოს სხვა პარტია.



„არარეალურია ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია ახალი პარტია ჩამოაყალიბოს, რადგან ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩვენი მოძრაობის სათავეებთან მყოფი პიროვნება. ის თავისი ნებით წავიდა თანამდებობიდან, აქედან გამომდინარე გაუგებარია, რატომ უნდა ჩამოაყალიბოს სხვა პარტია. თუ ირაკლი ღარიბაშვილს სურს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, პარტიის თავმჯდომარე მას ამ შემოთავაზებას გაუკეთებს, მას აქვს პარტიული თანამდებობის დაკავების და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება. სხვა შემთხვევაში ჩვენი ამომრჩეველისთვის გაუგებარი იქნება „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრი რატომ ქმნის სხვა პარტიას და რატომ უნდა გახდეს მისივე დაფუძნებული პარტიის კონკურენტი", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner