„ვიზა-ლიბერალიზაცია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი დამადასტურებელი ფაქტი. ყველას კარგად გვესმის, DCFTA-ის ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობები შეუძლებელია და ძალზე რთულია გადაადგილების თავისუფლებისა და მობილურობის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად არის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კოოპერირების გაღრმავებას", - განაცხადა გახარიამ.
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესახებ რეგულაციას უყრის კენჭს.