ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი გახდა. ტილერსონის კანდიდატურას სენატმა 56 ხმით 43-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
კომპანია „ექსონ მობაილის" 64 წლის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ფიცი ბიბლიაზე დადო.
ახალ სახელმწიფო მდივანსა და მის მეუღლეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულოცა. ტრამპის განცხადებით, ამ რთულ პერიოდში შეერთებული შტატები მშვიდობასა და სტაბილურობას მიაღწევს.