logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას
- +

2 თებერვალი. 2017. 17:42




საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ქვეყნის მოსახლეობას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებას ულოცავს.

 

„ვიზა-ლიბერალიზაცია ეს არის დიდი პროგრესი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და მიხარია, რომ დღეიდან გაჩნდა ამისი რეალური პერსპექტივა: სკოლის მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის, პაციენტებისთვის, უბრალოდ, ტურისტებისთვის... ყველას გულითადად გილოცავთ! როცა რაც შეიძლება მეტი ქართველი სტუდენტი ნახავს ფრანკფურტის აეროპორტს, ვერც ერთი პრეზიდენტი (სააკაშვილის მსგავსად) მას ვეღარ გაუბედავს, უთხრას, რომ თბილისის აეროპორტი უფრო მასშტაბური და კომფორტულია, ვიდრე ფრანკფურტის. თუმცა, ისიც გაგვიხარდება, რომ უკეთესი აეროპორტი გვქონდეს", - წერს ირმა ინაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner