logo_geo
eng_logo
მთავარ პროკურატურაში მოსამართლეების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
- +

2 თებერვალი. 2017. 20:01


 


მედიაში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას დეპუტატებმა მიმართეს. საუბარია ექს-პრეზიდენტის მიმოწერაზე მოსამართლეების მოსყიდვასთან დაკავშირებით.


ამის შესახებ „პირველს" საქართველოს პროკურატურის პრეს-სამსახურში აცნობეს.



"პირველმა" პროკურატურას შემდეგი კითხვით მიმართა: "მოგმართეს პარლამენტარებმა, რომ დაინტერესდეთ აქვს თუ არა ადგილი გარკვეული სახის ზეწოლას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, დაიწყეთ თუ არა გამოძება?", რაზეც საქართველოს პროკურატურაში სააგენტოს განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია.


"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, გამოძიება 2017 წლის 14 იანვარს დაიწყო, და აღნიშნული, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებაც სწორედ ამ საქმის ფარგლებში მოხდება",- განუცხადეს "პირველს" პროკურატურაში.

 


„პირველის" კითხვაზე, მსგავსი სახის გამოძიება უკვე არსებობდა თუ არა პროკურატურაში, პრესსამსახურში განაცხადეს, რომდიახ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისბ. ალავიძის და პ.ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყოგამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-მუხლის მე-2 ნაწილითგათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით".

 

 

ამ ეტაპისათვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები დაგამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. როგორც გითხარით მიმდინარე გამოძიებისფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება უზენაესი სასამართლოსმოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით. გამოძიებისშედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადეს პროკურატურის პრეს-სამსახურში.



გაზეთ Українська революція-ს რედაქციას სააკაშვილის სკანდალური მიმოწერა გამოაქვეყნა.



გამოცემის რუბრიკის გმირები მოძრაობა  Рух нових сил - ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მისითანამოაზრე, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძეარიან.



გაზეთის წინა რუბრიკაში საუბარი იარაღის გაყიდვასა და ჟურნალისტების მოსყიდვაზე იყო.



გაზეთის რედაქციის თქმით, "ამჯერად, „გასტროლიორთა" ცნობილი ჯგუფი სერიოზულადმოეკიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსყიდვის საქმეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner