logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: რას ნიშნავს ვიზა-ლიბერალიზაცია და შეჩერების მექანიზმი...
- +

2 თებერვალი. 2017. 22:05


 

 

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  სოციალურ ქსელში ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რას ნიშნავს ვიზა-ლიბერალიზაცია?

 

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ მიმოსვლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე (3 თვე - ყოველი 6 თვის განმავლობაში).

 

ვინც დაარღვევს ამ წესს და მოინდომებს მუშაობას, ან დარჩენას საცხოვრებლად, გამოაძევებენ საქართველოში და აუკრძალავენ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას.

 

ვიზა-ლიბერალიზაციამდე, თუ ვიზის მიღების (საკონსულო) შემთხვევაში ძირითადად უპრობლემოდ შეგეძლოთ შესვლა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, ახლა არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ უვიზოდ ჩაფრენისას აეროპორტის საბაჟოზე, მებაჟემ მოგთხოვოთ სხვადასხვა დოკუმენტაცია (მაგ: ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, საბანკო ანგარიში...) და თუ ვერ დააკმაყოფილებთ მოთხოვნებს, უარი გითხრან ქვეყანაში შესვლაზე და უკან გამოგაბრუნონ.

 

რას ნიშნავს შეჩერების მექანიზმი?

 

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მასობრივად ჩაიდენენ დანაშაულს, შეეცდებიან არალეგალურად ხანგრძლივად დარჩენას, ან რაიმე სხვა პირობებს, საქართველოს, როგორც ქვეყანას შეუჩერდება ვიზა-ლიბერალიზაცია", - წერს ტომარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner