logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ვიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედების კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ
- +

2 თებერვალი. 2017. 23:03



საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ პროცესი შეუფერხებლად წარიმართება და გადაწყვეტილება ძალაში მალე შევა.


„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტებს ფლობენ, შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით, ვიზის გარეშე შენგენის ზონის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეწვიონ. ამისათვის საჭიროა ევროკავშირის საბჭომ დაადასტუროს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ხელი მოეწერება ევროკავშირის საბჭოს და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას და გამოქვეყნდება. გამოქვეყნების დღიდან 20-დღეში ამოქმედდება და ჩვენს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ. ამოქმედების კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროცედურები ითვალისწინებს შესაბამის დღის წესრიგეში საკითხების მოხვედრას. დარწმუნებული ვარ, არსებობს სრული მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს განხილვა ევროკავშირის საბჭოს მხრიდან და პროცედურა მალე დასრულდეს. ამის პოლიტიკურ მზაობას ჩვენ ვხედავთ", - განაცხადა ჯანელიძემ


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner