აპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელშ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას ეხმაურება:
„გილოცავთ!
დღეიდან სიტყვებს „საქართველო ევროპაა" უფრო ხშირად გაიმეორებენ მთელ მსოფლიოში. ევროპა აღარ იქნება მხოლოდ ელჩების და მთავრობის წევრების ამოცანა, ამ გადაწყვეტილებით, ევროპა გადადის უბრალო ადამიანების გულებში, უბრალო ადამიანები შედიან ევროპულ ოჯახში.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო!", - წერს თალაკვაძე.