logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, როდესაც გაეცნობიან უვიზო მიმოსვლის პირობებს, პატივს სცემენ მას
- +

2 თებერვალი. 2017. 23:45




პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას და ყველას ინფორმირებას იმის თაობაზე,  თუ ზუსტად რას გულისხმობს უვიზო მიმოსვლა, რა არის ის პირობები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაცვას თითოეულმა მოქალაქემ.


„ჩვენ მოვუწოდებთ, ვთხოვთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ აუცილებად დაიცვან ეს პირობები. პირობები თუ არ იქნება დაცული, ეს არა მხოლოდ მათ, არამედ მთლიანად ქვეყანას დააყენებს სერიოზული რისკებისა და გამოწვევების  წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, როდესაც გაეცნობიან უვიზო მიმოსვლის პირობებს, პატივს სცემენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი და ეს დიდი მონაპოვარი დავკარგოთ",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner