logo_geo
eng_logo
აშშ რუსეთის მიმართ კიბერჯაშუშობასთან დაკავშირებით დაწესებულ სანქციებს ამარტივებს
- +

3 თებერვალი. 2017. 00:02


 


აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსული პოლიტიკური პარტიების კიბერჯაშუშობასთან დაკავშირებით, ბარაქ ობამას მიერ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიმართ დაწესებულ სანქციებს ამსუბუქებს.


პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს, აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერი კომენტარი არ გაუკეთებია.


„პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ", - განაცხადა პესკოვმა.


ბარაქ ობამამ რუსეთს აღნიშნული სანქციები 2016 წლის დეკემბერში დააკისრა იმ ბრალდებით, რომ მოსკოვი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენას კიბერთავდასხმებით ცდილობდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 23 დეკემბერს უარყო აშშ-ის ბრალდებები და განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხებული მხარე ყოველთვის ცდილობს ბრალი დასდოს სხვას თავის წარუმატებლობაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner