logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: საქართველო არ არის მექანიკური ტერორიზმის სამიზნე!
- +

27 მარტი. 2016. 00:15


კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „ქრონიკის სტუდიაში" ტერორისტულ საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველო არ არის მექანიკური ტერორიზმის სამიზნე. მისივე თქმით, ევროპელი სპეციალისტები  ტერორისტული საფრთხის თვალსაზრისით ქვეყნებს 4 კატეგორიად ყოფენ.

 

 

"ევროპელი სპეციალისტების შეფასებით, ქვეყნების 4 კატეგორიაა, სადაც ტერორისტული აქტის მაღალი საფრთხე არსებობს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მექანიკურ ტერორს. ამ კატეგორიების მიხედვით, პირველი არის განსაკუთრებული საფრთხის ქვეყნები, შემდეგ გრადაციაა ქვემოთ ჩამოდის და არის შედარებით ნაკლები საფრთხის მქონე ქვეყნები, ბოლოს კი ხვდება შედარებით ნაკლები სახის.

 

პირველ კატეგორიას განეკუთვნება სამი ქვეყანა დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და ბელგია. დანარჩენები არის შემდეგი გრადაციის ქვეყნები, არცერთ მათგანში საქართველო მოხსენიებული არ არის. საქმე ის არის, რომ ოთხივე კატეგროია, რომ განიხილოთ აქ არის ძირითადად იქ არის დასავლეთ ევროპის ქვეყნები და აშშ. 

 

იდეოლოგიურად თუ იცი რა იდეოლოგიას ემსახურება ის ძალა, როდესაც ის მოქმედებს, გასაგები იქნება რომ ეს არის მიმართული პირდაპირ ევროპაზე, ვინც ქმნის პოლიტიკურ ამინდს ევროკავშირში და არა მხოლოდ ევროკავშირში.

 

რაც შეეხება საქართველოს, ის არ არის მექანიკური ტერორიზმის, ანუ აფეთქების სამიზნე. მაგრამ ჩვენ ვართ იდეოლოგიური ტერორის რეჟიმში, ეს მიმდინარეობს სოციალური ქსელებით და ქადაგების დონეზე.

 

გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ისეთი ობიექტები, რომლებიც სავარაუდოდ, შესაძლოა, მექანიკური ტერორიზმის ობიექტად განიხილებოდეს, მაგალითად, უცხოური ქვეყნების წარმომადგენლობები და სწორედ ამიტომ არის მათი დაცვა გაძიერებული", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner