logo_geo
eng_logo
„სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს ქრონიკული დაავადების წამლებს სახელმწიფო დაუფინანსებს“
- +

3 თებერვალი. 2017. 02:57


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პროგრამა მედიკამენეტების ორი კომპონენტის დაფინანსებას ითვალისწინებს.


„მედიკამენტების კომპონენტები, უნდა დავყოთ სამ ნაწილად. ერთი არის სტაციონალური მკურნალობისას საჭირო, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა რა თქმა უდნა ფარავს. მეორე ეს არის. ერთი კონკრეტული დაავადების თუნდაც ძვირიანი, მაგალითად ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო მედიკამენტი და მესამე არის ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში, უნდა მიიღოს ადამიანმა. აი ეს მესამე კომპონენტი არის ძალიან პრობლემური. პირველი ორი კომპონენტი ასე თუ ისე მოგვარებულია.

 

ჩვენი პირველი პრიორიტეტი, დაზოგილი თანხებით იქნება ის რომ, ეს თანხები გადავამისამართოთ მესამე კომპონენტის, ანუ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დასაფინანსებლად. ეს ცვლილება ძირითადად, მარტოხელა სოციალურად დაუცველი, პენსიონერებისთვის იქნება განკუთვნილი", - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner