აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიელ დევნილებს შორის, რომლებიც აშშ-სგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ, პრიორიტეტი ქრისტიანებს მიენიჭებათ.
„ჩვენ ქვეყანაში მივიღებთ მხოლოდ იმათ, ვისაც ეყვარება ამერიკა და პატივს სცემს მის ხალხს",-განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ქვეყანაში შეიზღუდება შესვლა 6 ისლამური ქვეყნის მოქალაქეებისთვის.