პროდიუსერი ნატო დუმბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს ვასილ მაღლაფერიძეს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:
„ძალიან ბევრი ჟურნალისტი და სააგენტო მყავს მეგობრებში და თხოვნა მექნება გაავრცელოთ და ხმა მიაწვდინოთ ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს! უკვე ცნობილია , რომ ტარდება საბავშვო ევროვიზია რაც ფრიად სასიხარულოა, მაგრამ ფრიად უსიამოვნოა რომ ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, პროდიუსერი და სიმღერების ავტორი გიგა კუხიანიძე, რომელმაც სამჯერ მოუტანა საქართველოს გამარჯვება არ არის მიწვეული, ამიტომ გადავწყვიტე თქვენი მეშვეობით მივაწვდინო ინფორმაცია! გიგა უანგაროდ ემსახურებოდა ამ საქმეს და დროა დაფასდეს ყველა თავის საქმის პროფესიონალი!" ,- წერს დუმბაძე.