logo_geo
eng_logo
ნინა ხატისკაცი: დირექტორებმა სამართალი სასამართლოს გზით ეძიონ!
- +

27 მარტი. 2016. 01:11



თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი „კურიერის"  პირდაპირ ეთერში ბაღებიდან დირექტორების გათავისუფლების საკითხზე საუბრობს. ხატისკაცმა განმარტა, თუ რა ტიპის დარღვევებზე იყო იქ კონკრეტულად საუბარი.

 

 

„მინდა, გითხრათ, როგორ შეირჩა კონკრეტული ბაღები, სადაც ბიუჯეტი არის მნიშვნელოვნად დიდი სხვა ბაღებთან შედარებით, ტერიტორიული პრინციპი იქნა გათვალისწინებული, ასევე გაზრდილი ვაუჩერის მოთხოვნა.

 

გათავისუფლებულ დირექტორებთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ამ შეხვედრით შედეგი არ შეიცვლება. დირექტორებმა სამართალი სასამართლოს გზით ეძიონ. 

 

დირექტორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაზე, ნამდვილად საფუძველი შეიძლება იყოს გათავისუფლებისა",- განაცხადა ნინა ხატისკაცმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner