გურიის რეგიონში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურად შეჭირვებული ოჯახების ეზოები და საცხოვრებელი სახლის სახურავები თოვლის საფარისგან გაასუფთავეს.
აქცია გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის ინიციატივით მოეწყო და მასში საჯარო მოხელეები აქტიურად ჩაერთნენ.