logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადების უკან პუტინის ოკუპანტურ რეჟიმს ხედავს
- +

3 თებერვალი. 2017. 12:36



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების უკან პუტინის ოკუპანტურ რეჟიმს ხედავს.


როგორც დოლიძემ განაცხადა, ყველაფერს, რაც დე-ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში ამბობს არა აფხაზეთი, არამედ პუტინის რეჟიმი.


„მოვისმინე განცხადება. ისინი არ აცხადებენ ამას, ამას აცხადებს პუტინის ოკუპანტური რეჟიმი და მეტი არავინ. ამიტომ ჩვენ, ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ იმავე ნაბიჯების გადადგმას, რასაც ვაკეთებდით აქამდე", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო ვიზების ლიბერალიზაციას სატყუარად იყენებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner