logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: საქართველოს რუსეთის მხრიდან საფრთხე ელოდება!
- +

27 მარტი. 2016. 01:36



საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გამო რუსეთმა აღშფოთება გამოთქვა. ამ თემაზე „რეპორტიორს"  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ესაუბრა. მისი თქმით, უნდა ვიმოქმედოთ არა იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს რუსეთი, არამედ უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორ დავაღწიოთ თავი მის სახიფათო ქმედებებს.

„რუსეთის მხრიდან საქართველოს საფრთხე ელოდებოდა, ელოდება და მომავალშიც მუდმივად დაელოდება. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში მთავარი ის კი არ არის, თუ რას ფიქრობს რუსეთი, მთავარია, რამდენად ვართ ჩვენ მზად, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. გაცხადებულია რუსეთის პოზიცია რომ მას არ სურს, NATO იხილოს მის საზღვრებთან ახლოს და მას არ მოსწონს საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთისა და საქართველოს ინტერესები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არის ფაქტი. ეს ჩვენ ვიცით. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ არა იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს რუსეთი, არამედ უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორ დავაღწიოთ თავი მის სახიფათო ქმედებებს. ეს არის ყველაზე მთავარი გამოწვევა. ამისთვის სჭირდება საქართველოს NATO-ც და ევროპული სტრუქტურებიც, რომ ის იყოს დაცული. საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს", - ამბობს ანი მიროტაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner