logo_geo
eng_logo
NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცე გაიხსნა
- +

3 თებერვალი. 2017. 12:42



NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცე გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.


მნიშვნელოვანი მოვლენაა ამ სასიხარულო დღეებში ვიზა-ლიბერალიზაციის მოვლენებთან ერთად საინფორმაციო ცენტრში წმინდა პატრიარქ ამბროსი აღმსარებლის, ამბროსი ხელაიას სახელობის კაბინეტის დაარსება. უწმინდესი ამბროსი არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მებრძოლი დამოკიდებულებისა საოკუპაციო რეჟიმის მიმართ და ეკლესიის დაცვისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის. მივესალმებით ამ მოვლენას", - განაცხადა მეუფე პეტრემ.


სივრცის გახსნასთან ერთად, ცენტრის საგამოფენო სივრცეში, მოეწყო მარტვილის წმინდა დედათა მონასტრის ექსპოზიცია. გამოფენაზე თექაზე შესრულებული სხვადასხვა კომპოზიციები, ხელნაკეთი ნივთები და მოზაიკური ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner