logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: რუსეთთან ურთიერთობას ნელ-ნელა ვალაგებთ და ამავდროულად დასავლეთისკენ მივდივართ!
- +

27 მარტი. 2016. 03:44



რუსეთი საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობით უკმაყოფილოა. აქვე რამდენიმე დღის წინ კარასინისგანაც მოვისმინეთ გარკვეული მუქარის შემცველი განცხადებები. ამ თემასთან დაკავშირებით "რეპორტიორს„ საპარლამენტო უმრავლების წევრი ომარ ნიშნიანიძე ესაუბრა.  მისი თქმით, მუშტის ქნევას და ლანძღვა-გინებას არასდროს არ მოუტანია სარგებელი, ამიტომ მეტი დიპლომატიურობა გვმართებს.


„საფრთხისგან დაზღვეული არავინაა, ჩვენ მითუმეტეს. მაგრამ, არ მგონია, რომ კარასინის ნათქვამში რაიმე სერიოზული მუქარა იყოს. ამას გაფრთხილებას უფრო დავარქმევდი, ვიდრე მუქარას. თუმცა, ჩვენ უნფა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და გაფრთხილებაც არ გვჭირდება ამისთვის. ჩვენ ისედაც ფრთხილად ვართ, ძალიან ზომიერად ვმოქმედებთ. ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ტრანსფორმირებულია. რუსეთისკენ კი არ მივდივართ, მაგრამ ურთიერთობას ვაწესრიგებთ. ვაკეთებთ იმას, რასაც წლების განმავლობაში ჩვენი დასავლელი აპრტნიორები გვიკიჟინებდნენ. ნელ-ნელა რუსეთთან ვალაგებთ ურთიერთობას და ამავდროულად მივდივართ დასავლეთისკენ.

 

 

მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეტი დიპლომატიურობა გვმართებს. მუშტის ქნევას და ლანძღვა-გინებას არასდროს არ მოუტანია სარგებელი. დელიკატურად უნდა მივყვეთ დასახულ გზას", - განაცხადა ნიშნიანიძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner