logo_geo
eng_logo
ეკა ხერხეულიძე: მოკლული სტუდენტები თვითმხილველების გარდა არავის ახსოვს, რადგან მასალა არ არსებობს...
- +

3 თებერვალი. 2017. 13:26



ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს:


„ვუყურებ თქვენ მიერ შემონახული თებერვლის ტრაგიკულ დღეებს და სულ იმას ვფიქრობ, რომ არა თქვენი დიდი ძალისხმევა, ბევრს წარმოდგენაც არ ექნებოდა, რა გადავიტანეთ. ისევე, როგორც არავინ იცის,  2 თებერვლამდე ვინ სად და როდის მოკლეს. სწორედ, დღევანდელ დღეს მოკლული სტუდენტები თვითმხილველების გარდა არავის ახსოვს, რადგან მასალა არ არსებობს. ყურებს მიყრუებს ეს სასოწარკვეთილი ხალხის კივილი და თავიდან განვიცდი იმ ჯოჯოხეთს. მაიკო კერესელიძე, ლია ბერუაშვილი - თქვენი ხმა მამხნევებს, რა გამბედაობა გქონდათ ასეთი, ამხელა შიშის პირისპირ ეს არქივი რომ დატოვეთ. მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით", - წერს ეკა ხერხეულიძე.


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner