logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: „ავი ენების“ მეშინია, რა ვიცი, ვინ როგორ გაიგებს...
- +

3 თებერვალი. 2017. 13:27



ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დავწერო, არ დავწერო - ვჭიდაობ ახლა. „ავი ენების" მეშინია, რა ვიცი, ვინ როგორ გაიგებს...

 

ორი დღის წინ მომეცა საშუალება, სულ პატარა, უმნიშვნელო კარგი საქმე გამეკეთებინა. პრინციპში, ამის გაკეთების საშუალება ყოველ დღე მაქვს, მაგრამ, ათას რამეზე ფიქრით და საზრუნავით გამოტენილი თავი ხანდახან ძალიან „ბოროტია", საკუთარი ცხვირის იქით არ მახედებს ხოლმე...

 

მოკლედ, ორი დღის წინ ავდექი და რამდენიმე პური ქუჩაში სამათხოვროდ მჯდარ მოხუცებს დავურიგე, თან სხვადასხვა უბანში ვიარე სპეციალურად. სულელურად მერიდებოდა თან ამის გაკეთება, არ ვიცი რატომ, ვერ გავიგე, ამ გრძნობას რა დავარქვა... თითოეულ მათგანს ვეკითხებოდი - პური გინდათ?.. გეგონება, იმდენი ჰქონდათ, სად წაეღოთ, არ იცოდნენ...

 

იცით, ამას რატომ ვწერ? და რატომ მინდა, რომ სწორად გამიგოთ ეს პოსტი?

 

იმიტომ, რომ თითქოსდა, ასეთი უმნიშვნელო კარგი საქმის კეთება აბსოლუტურად ბოლომდე გიღვიძებს შენს შიგნით იმ რაღაცნაირად მიძინებულ კეთილშობილურ გრძნობებს, რომელსაც ყოველდღიური საფიქრალისა და პრობლემების „ფარდის მიღმა" სძინავს...

 

გასაგებია, რომ 5 ლარი ბევრი არაფერია, სულ რაღაც ხუთი პურია, მაგრამ აი, თითქოს, ცოტა გეშვება, რომ შენს მიერ გაკეთებული ამ უმნიშვნელო საქმით, 5 გაჭირვებულ ადამიანს თუნდაც რამდენიმე საათი მაინც არ მოშივდება...

 

ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ „შეგახსენოთ", რეალურად რამდენად კარგები ხართ ყველანი და რამდენი მცირედის, მაგრამ კარგი საქმის კეთება შეგიძლიათ, როცა ამდენ ადამიანს უჭირს...

 

გადავწყვიტე, ტრადიციასავით დავიწესო - დღეში ერთ გაჭირვებულ ადამიანს მაინც მივაწოდო თუნდაც ერთი ცალი პური. არ ვარ მილიონერი, რომ ყველას სახლები ვუყიდო და დავაბინაო, მაგრამ ვიღაცისთვის პურის ყიდვა ხომ მაინც შემიძლია... და შეგვიძლია. ესეც საქმეა.

P.S. - და მაინც დავწერე", - წერს ლაბარტყავა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner