logo_geo
eng_logo
„ეს ყველაზე ცუდი სატელეფონო საუბარი იყო“ - რატომ გაუთიშა ტელეფონი ტრამპმა ავსტრალიის პრემიერს?
- +

3 თებერვალი. 2017. 13:31



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ მალკოლმ ტერნბულს სატელეფონო საუბრის დროს ყურმილი გაუთიშა.


„ეს ყველაზე ცუდი საუბარი იყო ბოლო ხნის განმავლობაში", - დაწერა ტრამპმა „ტვიტერში".


როგორც გამოცემა „The Washington Post" იუწყება, ტრამპის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ავსტრალიის ლიდერმა მას აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან გაფორმებული შეთანხმება გაახსენა, რომლის მიხედვით, აშშ-მ ავსტრალიიდან 1250 მიგრანტი უნდა მიიღოს.


თავდაპირველად დაგეგმილი 1 საათის ნაცვლად საუბარი მხოლოდ 25 წუთს გაგრძელდა. ტრამპმა ასევ დაწერა, რომ ის ამ „ეშმაკისეულ გარიგებაში გარკვევას შეეცდება".


ტრამპმა ავსტრალიის ხელისუფლება აშშ-ში „ახალი ბოსტონელი ტერორისტების გაგზავნის მცდელობაში" დაადანაშაულა.


თავის მხრივ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტრამპთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისეთივე მეგობრულია, როგორც ადრე".




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner